ავარია ავტობანზე - არიან დაშავებულები

22.10.26 17:31
ავარია ავტობანზე - არიან დაშავებულები

ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა. "ქართლის ამბების" ცნობით, შემთხვევა დღეს ხაშურის სიახლოვეს მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაილერი გაჩერებას აპირებდა და სათადარიგო ზოლში მდგარ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურიც გამოიძახეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ნაკლების ჩვენება

მსგავსი სიახლეები