პლენუმმა ლევან ცუცქრიძეს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა
შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე პარტია "თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქრიძის დაშვების შესახებ მოსამართლე რევაზ ნადარაიამ არ დააკმაყოფილა.
21 ოქტომბერს ცუცქირიძე დარბაზიდან სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააძევეს.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.