ვთვლი, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე - ხაზარაძე პროცესზე
თიბისი ბანკსი დამფუძნებელმა სასამართლო პროცესზე მის წინააღდემდეგ აღძრული სს საქმის პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სამართელბრივი დავის მიზეზი ანაკლიის პროექტის ჩაგდება იყო, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
ხაზარაძის სიტყვით გამოსვლამ პროკურორების გაღიზიანება გამოიწვია.
ვთვლი, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩემსა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ანაკლიის პროექტის ცაგდება და სამწუხაროდ, ამ ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ამას მიაღწია, დროებით. ანაკლია და მისი მშენებლობა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მის ინტერესებს საქართველოში, აქედან გამოდინარე, ეასაც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაშ ვისმენთ, ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ ჩვენ არ გავხდით ბიძინა ივანიშილის დაქვემდებარებული ბიზნესმენები ამ ქვეყანაში და არ გავაჩერეთ ანაკლიის მშენებლობა. შესაბამისად, ბატონო, მოსამართლე, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ამ არცევნების მერე ერთ კვირაში თუ ორ კვირაშ არძრეს სს საქმე ჩვენს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს იყო ისეთი გალაწუნება ე.წ. მართლმსაჯულების მიმართ, რომ თურმე ბატონ ტყეშელაშვილს უფრო აწუხებს თიბისი ბანკში რა მოხდა 12 წლის წინ სამართლიანობის თვალსაზრისით, ვიდრე ათასობით ინვესტორს და აქციონერს, რომელსაც ფული აქვს მონდბილი. თუ მოგვერიეს უსამართლოდ, ეს არის ნიშანი ყველასთვის, რომ აქ ერთი უფროსი არსებოსბ ამ ქვეყანაში, ერთი უფროსი, რომელიც წერს და ასრულებს კანონებს, - განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გამოძიება ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.