პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

22.10.26 19:48
პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსი მხატვრის და კრემლის კრიტიკოსის სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი რობერტ კუზავკოვი) მკვლელობის საქმე -  დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მახმუდ ა. რომელსაც ხელბორკილები საქართველოდან პოლონეთში ჩაფრენიდან მეორე დღეს დაადეს. 

მას ბრალი ედება მკვლელობაში დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. 

რუსი ოპოზიციონერი მხატვარი, 44 წლის სემიონ სკრეპეცკი პოლონეთში, ბიალა-პოდლიასკაში მიმდინარე წლის 15 ივნისს მოკლეს. მას ხუთჯერ ესროლეს.

დანაშაულიდან სამი დღის შემდეგ, პირველი ეჭვმიტანილი — საქართველოს მოქალაქე ელნურ ა. — დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მახმუდ ა. შესაძლოა ელნურ ა.-ს მკვლელობის ჩადენაში ეხმარებოდა.