„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ხელშეშლაში ბრალდებულებს სასამართლომ ჯარიმები დააკისრა

22.10.26 19:52
„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ხელშეშლაში ბრალდებულებს სასამართლომ ჯარიმები დააკისრა

„პუბლიკის“ ორი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში ბრალდებულები, ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს.

  • მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებოდათ, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა საბა მინდიაშვილს (ალექსანდრე ქეშელაშვილის ეპიზოდი) – 3000 ლარით დააჯარიმა.

ლევან ზარდიაშვილი კი (ქეთევან მიქაძის ეპიზოდი) – 4000 ლარით.

ინციდენტი, რომელზეც ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი წარედგინათ, 2025 წლის 8 სექტემბერს მოხდა.

  • „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან პარტიის მხარდამჭერმა ლევან ზარდიაშვილმა „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა. საბა მინდიაშვილმა კი ალექსანდრე ქეშელაშვილს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა.