11 უარი ოპოზიციას - ამ დრომდე, არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის

22.10.26 19:59
11 უარი ოპოზიციას - ამ დრომდე, არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის

11 უარი ოპოზიციას - ეს ბოლო ორი დღის შედეგია. პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის მეორე დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება". 

ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული პარტიის წარმომადგენელი პლენუმს მიმართავს, რომ განუმარტონ, რა არგუმენტები და მტკიცებულებები არსებობს მათ ასაკრძალად. ოცნების დეპუტატები კოლექტიური სარჩელის დაზუსტებაზე ჯერ უარს ამბობენ. მეორე დღეც სასამართლოში ისე დასრულდა, რომ მთავარ კითხვაბზე ოპოზიციამ პასუხი ვერ მიიღო

სხდომაზე დღეს ნიკა გვარამიამ მტკიცებულებების გამოთხოვა და მოწმეების გამოძახება მოითხოვა. ნიკა გვარამიამ სასამართლოს თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის გარემოებების გამოკვლევა შესთავაზა. შუამდგომლობები აგვისტოს ომთან დაკავშირებული გარემოებების კვლევას მიემართებოდა. 

პარტია „ლელომ“ პარტიების აკრძალვის პროცესის ფარგლებში ვენეციის კომისიის ექსპერტების გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ასევე არ დააკმაყოფილა „ლელოს“ შუამდგომლობა, არსებითად განსახილველად მიიღოს პარტიის სხვა სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის ზოგიერთი ნორმის კონსტიტუციურობის განხილვა. 

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მოპასუხეს დაავალოს, ხვალ ახსნა-განმარტების დროს მათი პარტიის შესახებ ცალკე ჩამოაყალიბოს, რა არგუმენტები არსებობს აკრძალვასთან დაკავშირებით. 

  • საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.