თვალებს ნუ მიქაჩავ! რა მანერაა, პროკურორი რომ ძველბიჭურად გელაპარაკება! - მორიგი დაპირისპირება ხაზარაძის პროცესზე

06.12.21 15:18
თვალებს ნუ მიქაჩავ! რა მანერაა, პროკურორი რომ ძველბიჭურად გელაპარაკება!   - მორიგი დაპირისპირება ხაზარაძის პროცესზე

მორიგი დაპირისპირება მამუკა ხაზარაძის პროცესზე - "ლელოს" ლიდერმა პრკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ძველბიჭურ საუბარში დაადანაშაულა.

ნუ მაწვები-მეთქი ასე, ვერ შემაშინებ, თვალებს ნუ მიქაჩავ! ეს მიმიკები ამ კაცს შეაცვლევინეთ. ეს რა მანერაა, პროკურორი ასე რომ გელაპარაკება, ძველბიჭურად! 

თავის მხრივ, პროკურორმა  არჩილ ტყეშელაშვილმა, ხაზარაძე სასამართლო წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა და მოსამართლეს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.