ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები - ვის გადაეცა ოქროს დინოზავრი
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ოქროს დინოზავრი საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა კამილა საგინტკანს ნამუშევრისთვის „რა ჩაიდინე, ზარინა?”
ოქროს დინოზავრი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა მიკოლა ზასიევს ფილმისთვის „აღდგომა”.
ოქროს დინოზავრი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის გადაეცა პოლინ დომეჟენს ფილმისთვის „არ ისრიალოთ”.
ქუთაისი კინოფესტივალზე წელს ჟიურის წევრები იყვნენ: კინორეჟისორი და საქართველოს კინოინსტიტუტის პრეზიდენტი ნუც ალექსი-მესხიშვილი (ჟიურის თავმჯდომარე), კინორეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი და მსახიობი ჯასტინ ვედელი, კინოოპერატორი რეინ კოტოვი, პროდიუსერი რინგაილე ლესჩინსკიენე, მსახიობი ლუკა ჩიქოვანი.
- ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 16 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 22 ოქტომბერს დასრულდა.