მოკლული არასრულწლოვანის საქმე - "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია

06.12.21 15:32
მოკლული არასრულწლოვანის საქმე - "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია

"ტვ პირველმა" თბილისში, სანზონაში, მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები გაარკვია.  "პირველების" ინფორმაციით, სისხლიან დაპირიპირებას წინ კიკვიძის ბაღში ფიზიკური ანგარიშსწორება უძღოდა. 

ე.წ. ქუჩური გარჩევა სანზონაში გაგრძელდა, სადაც ორი ე.წ. ნახალოვკელი გადავიდა. "პირველებს" უყვებიან, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე კრავეიშვილმა მეგობრებს უთხრა, რომ საღამოს საქმის გასარჩევად სკოლის ეზოში დაიბარეს. ერთ-ერთი ვერსიით მიზეზი ეჭვიანობა იყო.

ერთ-ერთი  ვერსიით, ადგილზე ნახალოვკელებს 20-მდე არასრუწლოვანი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, მოკლულ დავით კრავეიშვილის მეგობრებს თან დანაც ჰქონდათ, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს დაუვარდათ, მოწინააღმდეგემ კი დანა აიღო და 15 წლის მოზარდი  გულის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.

რაც შეეხება დაკავებულებს, არასრულწლოვნებს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. ორივე არასწრუწლოვანს დნმ-ის  ნიმუშებს აუღებენ და მოკლულის სხეულზე აღმოჩენილს შეადარებენ.

ბრალის წარდგენის პროცედურა ორ საათშია დაგეგმილი.  ერთს დაკავებულს გამოძიება 15 წლის მოზარდის განზრახ  მკვლელობას ედავება, მეორეს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.

 

მსგავსი სიახლეები