წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

23.10.26 11:12
წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“  კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში  წყლის სამუშაოებისთვის გამოყოფილ თანხების შესახებ წერს.

კვლევის თანახმას,  წყლის სამუშაოებისთვის გამოყოფილ 266,103,541 ლარს ის 5 სამშენებლო კომპანია ინაწილებს, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“, ჯამში,  676,000 ლარი შეწირეს.

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე.

სამცხე-ჯავახეთში წყალმომარაგების სამი ტენდერი „ქართული ოცნების” შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა უკონკურენტოდ მოიგეს: ორი - „გზამ“, ერთი კი - „ინვესტ გრუპმა“.

„გზის“ ამ ორი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 90.8 მილიონი ლარია, „ინვესტ გრუპის“ კონტრაქტისა კი 30.5 მილიონი. ერთად ეს რეგიონში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტების საერთო ღირებულების 45.5%-ს შეადგენს.

შესაბამისად, ამ პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხის თითქმის ნახევარი კონკურენციის გარეშე მოგებულ ტენდერებზე მოდის, - წერია კვლევაში. 

ნახეთ კვლევა სრულად

მსგავსი სიახლეები