ახობაძე საუბრობს, რატომ მივიდა ღამით მის სახლში პოლიცია
გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ამ დრომდე არ იცის, რა მუქარის ფაქტზე იბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე - სამოქალაქო აქტივისტის თქმით, გუშინ ღამით მის სახლში მისულ პოლიციას დეტალები არ უთქვამს, მხოლოდ ის უთხრეს, რომ დღეს გამოკითხვაზე უნდა მისულიყო.
"ვინ ვის ემუქრება ან რა მუქარაზეა საუბარი, ეს არ უთქვამთ" - ეუბნება ახობაძე "პირველებს".
ახობაძე ამბობს, რომ თავადაც ხშირად ხდება მუქარის ობიექტი, მაგრამ გამოძიებას ამ უკანასკნელზე რეაგირება არ აქვს.
ზოგადად მითხრეს, რომ მუქარის ფაქტზე არის გამოძიება დაწყებული - ვინ ვის ემუქრება ან რა მუქარაზეა საუბარი, ეს არ უთქვამთ. გამოკითხვაზე დამიბარეს მოწმის სტატუსით და 12:00-დან 13:00 საათამდე მივალ და ვნახავ. აქეთ მუქარის შეტყობინებები ყოველდღეა და დღეში რამოდენიმეჯერაც. ამაზე ვისთანაც მქონია პოლიციელებისთვის კონტაქტი, მათთვის სქრინებიც მაქვს ჩაყრილი, მაგრამ საერთო ჯამში, ყველამ იცით, ვიდეოებიც მიდევს, რომ დაბლოკილი ვყავარ იმ პოლიციელს. არა თუ მუქარის, ჯგუფური ძალადობის ფაქტი აქვს გამოძიებული, კადრები ნანახი მაქვს, კამერები ამოღებული აქვთ და საქმე თაროზე აქვთ შემოდებული. უბრალოდ წარმოუდგენელია, აქეთ, რაზე უნდა მედავებოდნენ", - ამბობს გიორგი ახობაძე.