"სარჩელი წარმოებაში მიღებამდე არის მაკულატურა..." - ნიკა გვარამია ევა გოცირიძეს

23.10.26 14:39
"სარჩელი წარმოებაში მიღებამდე არის მაკულატურა..." - ნიკა გვარამია ევა გოცირიძეს

პლენუმის გადაწყვეტილება სხდომების არგადადების შესახებ, რომლის შუამდგომლობაც გახარიას პარტიას არ დაუკმაყოფილეს, განმარტა მოსამართლე ევა გოცირიძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად სარჩელის გასაცნობად არსებული ერთი კვირისა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ბერდია სიჭინავა მაინც კარგადაა მომზადებული.

მანვე სიჭინავას უთხრა, რომ შეუძლია შესაგებელი 29-ე დღესაც წარმოადგინოს. 

არ დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ სასამართლო არ მიიღებს თქვენგან რაიმე დოკუმენტაციას ან შესაგებელს. ეს პროცესი გრძელდება და როგორც ჩანს ასე მალე არ დამთავრდება. ის ერთი თვე, რომელიც არის რეგლამენტით გათვალისწნებული, გექნებათ შესაძლებლობა. 

29-ე დღესაც შეგიძლიათ შემოიტანოთ ნებისმიერი წერილობითი მოსაზრება ამ სარჩელთან დაკავშირებით და სასამართლო აუცილებლად გაეცნობა ისევე როგორც ნებისმიერი რამ, ნებისმიერი ექსპერტის დასკვნა ან სტატია, შეგიძლიათ წარმოადგინოთ და გპირდებით, ეს იქნება ზედმიწევნით განხილული, ნუ შეგეშინდებათ. კი ერთი კვირა არ არის ისეთი დიდი დრო, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მომზადებული ხართ, თქვენ ასეთ შთაბეჭდილებს ტოვებთ, რომ ხართ კარგი მომზადებული და ამიტომ ვფიქრობთ, ხომ არ არის ეს ცოტა ხელოვნური ხომ არ არის. 

 ეს სარჩელი დიდი ხანია შემოსულია და საზოგადოებაშიც იყო საუბარი. კი დაემატა თქვენი პარტია, მაგრამ სარჩელი დიდი ხანია შემოსულია“,- განაცხადა გოცირიძემ.

ევა გოცირიძის განცხადებას დარბაზიდან უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და თქვა, რომ „სარჩელი წარმოებაში მიღებამდე არის მაკულატურა“.

„ქალბატონო ევა, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, სარჩელი კი არა მაკულატურაა, ვიდრე წარმოებაში არ მიიღებთ. რა ვალდებულება გვაქვს წარმოებაში არ მიღებული სარჩელი დავამუშაოთ?“- აღნიშნა გვარამიამ.

ევა გოცირიძეს ასევე უპასუხა ბერდია სიჭინავამ.

„8 თვის წინ „ნაცმოძრაობაზე“ რომ რაღაც ეწერა, ის უნდა დამემუშავებინა იმიტომ, რომ არჩილ გორდულაძეს შეიძლება მოსვლოდა აზრად, რომ შეიძლება დავემატებინე მეხუთე პარტიად?“- განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა გახარიას გუნდის შუამდგომლობ არც სხდომების გადადების შესახებ დააკმაყოფილა. 

  • დღე მესამე -  საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვსი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის.  ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".  

გუშინ, დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

 

 

მსგავსი სიახლეები