გახარიას გუნდმა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა - პლენუმმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

23.10.26 14:24
გახარიას გუნდმა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა - პლენუმმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც პლენუმმა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით გამოაცხადეს. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ბერდია სიჭინავამ მოსამართლეებს უთხრა, რომ რჩევების მოცემა მათი უფლებამოსილება არ არის -  "ამის უფლება თქვენ უფლება არ გაქვთ, ეს პირდაპირ თქვენს მიკერძოებაზე მიანიშნებს".

რჩევები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მანამდე სწორედ სერგო მეთოფიშვილმა მისცა:

სასამართლომ არ იცის, რას იხილავს გუშინ იყო შეძახილები, მოსამართლეს არ წაუკითხავს სარჩელი, ჩემი რჩევაა (თქვენგან არ მომისმენია ბატონო ბერდია) მოსამართლეზე ან სასამართლოზე ასე დაბრალება არ არის დაცვის კარგი პოზიცია. მუქარა არა არის ეს, რჩევაა. ბატონო ზაზა... თუ ერთადერთი დაცვის საშუალებაა ეს გააგრძელეთ ამ მეთოდით".- განაცხაადა სერგო მეთოფიშვილმა. 

მეთოფიშვილს პასუხი გასცა ენმ-ს წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშილმა: 

ბატონო მოსამართლევ, მე თუ მომმართავთ, მე შემიძლია წავიკითხო ჩემი ტექსტი, საჭიროა ტექსტის წაკითხვა, რადგან მე ბრალს მდებთ იმში, რაც არ მითქვამს. მე ვთქვი, ეს შთაბეჭდილება შეიქმნათქო".- უთრა ბიბილაშვილმა მეთოფიშვილს. 

ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა გახარიას გუნდის შუამდგომლობ არც სხდომების გადადების შესახებ დააკმაყოფილა. 

  • დღე მესამე -  საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვსი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის.  ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".  

გუშინ, დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.