ფეიქრიშვილების ოჯახს არ სჯერა, რომ „ვივა მედიდან“ გამოთხოვილ ფორმაში 100-ში მითითებული ინფორმაცია სიმართლეა
ფეიქრიშვილებმა დღეს ვივა მედიდან ფორმა 100 გამოითხოვეს, სადაც ის დაზიანებებია აღწერილი, რომელიც დავით ფეიქრიშვილს აქვს. როგორც ვივა მედი წერს, აღნიშნული დაზიანებები პატიმარმა წაქცევის შედეგად მიიღო.
თუმცა, ფეიქრიშვილების ოჯახს არ სჯერა, რომ ფორმაში 100-ში მითითებული ინფორმაცია სიმართლეა.
ანო ანანიშვილის თქმით, დაზიანებები, რომელიც დავით ფეიქრიშვილს აქვს, შეუძლებელია დაცემის შედეგად მიიღოს ადამიანმა.
გამოვიტანეთ ფორმა 100, იქ წერია, რომ ეს ყველაფერი მოხდა დაცემის შედეგად. დაცემის შედეგად ადამიანი თუ ჩამოვარდება, ორივე მხარეს ვერ დაეცემა, ეს აუცილებლად ერთი ხმარე უნდა იყოს, ან ზურგის მალები უნდა ჰქონდეს დაზიანებული, ან წინა ნეკნები. როგორ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ აქ სწორი ინფორმაცია წერია, - ამბობს ანო ანანიშვილი.