ფეიქრიშვილების დედა: მაქვს ინფორმაცია, რომ “კაწრო“ გუშინ ნახალოვკაში, თავის სახლთან ჩვეულებრივად დადიოდა
ფეიქრიშვილების დედის ინფორმაციით, ოჯახს მიაწოდეს ცნობა იმის შესახბე, რომ ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო“, ნახალოვკაში შენიშნეს.
ის მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს ამ თემით დაინტერსდნენ.
ნინო აბრამიშვილი ასევე ითხოვს დაცვის დანიშვნას, რადგან მიიჩნევს, რომ მთელი ოჯახის სიცოცხლე და და ჯანმრთელობას საფრთხეშია.
ინფორმაცია მაქვს იმაზე, რომ „კაწრო“ გუშინ ნახალოვკაში, თავის სახლთან ჩვეულებრივად, ძალიან კარგად დადიოდა.ეს ფაქტი საერთოდ შემზარავია. სურათიც გადაუღიათ, უბრალოდ ჩვენ ვიზღვევთ თავებს, ჩემამდე ვერ მოდის ეს სურათი, თუ მოვიდა, მე არაფრის მეშინია და ეგრევე მივაწვდი მედიასაშუალებებს. რა თქმა უნდა, ეს არის დაუზუსტებელი, რადგან ჯერ ფაქტი არ მაქვს. ასეთ ჭორებს ტყუილად არ იგონებენ. მე მინდა დაცვა, დაიცვან ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი, რომელიმე მთავრობის წევრმა აიღოს თავზე ეს პასუხისმგებლობა, გვნახოს ოჯახი, რომ ჩვენ ვიყოთ გარანტი, მაგრამ ნუ ეფერებით სუს-ს, ხვალ ის თქვენ მოგადგებათ, თქვენ ოჯახებს ააწიოკებს. სუს-ი არის გასაწმენდი, ეს არის ფაშისტური ორგანიზაცია, - ამბობს აბრამიშვილი.
პენიტენციური სამსახური უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.