"ანაკლიასაც ავაშენებთ და ამ მართლმსაჯულებასაც შევცვლით" - ხაზარაძის 6 საათიანი პროცესი დასრულდა

06.12.21 17:09
"ანაკლიასაც ავაშენებთ და ამ მართლმსაჯულებასაც შევცვლით" - ხაზარაძის 6 საათიანი პროცესი დასრულდა

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილი საქმე, რომელიც ანაკლიის ჩაგდებას ემსახურებოდა, - ამის შესახებ თიიბისი აბნკსი დამფუძნებელმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ბრძოლას და საკუთარი პოიზიციის დამტკიცებას მოთმინებით გააგრძელებს. 

ფაქტებით მოვუყევი საზოგადოებას და სასმართლოს, რომ არანაირი ფულის გათეთრება, მითუმეტეს, მითვისება, ვინმეს წინაშე ვალდებუკლება არ არსებობს ბუნებაში. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილი საქმე, ემსახურებოდა ანაკლიის ჩაგდებას. ანაკლია ჩააგდეს, მაგრამ ჩვენ ამას ყველაფერს დავაბრუნებთ. ანაკლიასაც ავაშენებთ და ამ მართლმსაჯულებასაც შევცვლით ფუნდამენტურად, იმიტომ, რომ ესეც, რაც აქ ხდება ამ ქვეყანაში და კონკრეტულად ამ შენობაში, ეს არ არის არც სამართლიანი სასამართლო და ვერანაირ სიმართლეს აქ ვერ იპოვი იმ პროკურატურის ხელში. მე წყნარად, მოთმინებით და ჯიუტად გავაგრძელებ იმ პოზიციის დამტკიცებას, რაც არის სიმართლე და სიმართლე არის ერთი, - განაცხადა ხაზარაძემ. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესი 6 საათს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მამუკა ხაზარაძე დაცვის  და ასევე ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხობდა.