გიგა ავალიანის დედა ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს

23.10.26 16:06
გიგა ავალიანის დედა ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს

 

 

 

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს.

ეკა კუპატაძე ამბობს, რომ  გიორგი მალანიას ოჯახი და მეგობრები მისი შვილის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ტერორსს აწყობებნ.

ეს განცხადება ეკა კუპატაძემ სასაამრთლოსთან გააკეთა. 

მერაბ მალანიას ოჯახი და ახლობლები განსაკუთრებული სისასტიკით ექცევოდნენ ნიკას, ისროდნენ რეპლიკებს ისეთს, რომ ნიკა მდგომარეობიდან გამოეყვანათ, რა თქმა უნდა, მძიმე ასატანია ნიკასთვის ეს ყველაფერი, და მე მინდა ახლა ერთი რამე ხაზგასმით ვთქვა, იმ მერაბ მალანიას ოჯახის ახლობლების დიდი არმიიდან, ყველაზე მეტად საშიში, ამაზრზენი გახლავთ მერაბ მალანიას დედა, რომელსაც პირდაპირ სწორება ჰქონდა ყოველთვის ნიკაზე, სწორედ ამიტომ აღარ მყავს დღეს ნიკა აქ. ფედაფეხ მაქვს ყველა ანძა დავლილი, ყველა ანძაზე ვიცი, რომელი ქსელის ანტენაა. გამოიყვანონ დემეტრე ჩიქოვანი, 29, ში, დიახ , ნია იმნაძეს შეხვდაო, არავითარი სავარაუდოდ, მე ვიცი, რომ შეხვდა ნია იმნაძეს, გიორგი რიკაძედ ა გიორგი ჩიქოვანი დატოვა თემქაზე, წავიდა, ნახა ნია იმნაძე და შემდეგ წავიდა და ნახა მალანია გლდანში, გააჩუმეს ყველა ბავშვი, არცერთს არ აძლევენ სასამართლოში ჩვენების მიცემის უფლებას, - ამბობს ეკა კუპატაძე. 

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი. 

მსგავსი სიახლეები