დიტო ჩუბინიძე განსასჯელის სკამზე - სასამართლო ჟურნალისტის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

23.10.26 17:17
დიტო ჩუბინიძე განსასჯელის სკამზე - სასამართლო ჟურნალისტის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კობახიძის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო დაკავებული ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს.

პროცესს დაესწრება თავად ბრალდებულიც. 

როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალის წაყენების საფუძველი, სუფთა სამართლებრივად, არ არსებობდა, იმიტომ, რომ ჟურნალისტი თავის საქმიანობას ასრულებდა.

საქმეში არის თვითონ დიტოს მიერ გაჟღერებული საგაზეთო მასალები, პუბლიკაციები, ვიდეომასალები, სადაც ის ღიად საუბრობს და არის კიდევ დელიმიტაციის და დემარკაციის კომისიის წევრების გამოკითხვის ოქმები. ეს გამოკითხვის ოქმები ძალიან ზოგადი და ზერელეა, როგორც გამომძიებელმა მითხრა, ისინი ზოგადად ამ საქმეზე მუშაობდნენ, დავით გარეჯის საქმეზე და მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ეს თემა და გააგრძელეს მუშაობა. 

ბრალის წაყენების საფუძველი, სუფთა სამართლებრივად, არ არსებობდა, იმიტომ, რომ ჟურნალისტი თავის საქმიანობას ასრულებდა, - ამბობს ნონა ფილაური. 

სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავეს.

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.