ავსტრიულ ტელეარხზე პაატა ბურჭულაძის უკანონო პატიმრობის შესახებ ისაუბრეს

23.10.26 17:32
ავსტრიულ ტელეარხზე პაატა ბურჭულაძის უკანონო პატიმრობის შესახებ ისაუბრეს

 

 

ავსტრიულ ტელეარხზე მოსფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის უკანონო პატიმრობის შესახებ ისაუბრეს - გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო მასშტაბით წარმატებული მომღერალი საქართველოში უკვე ერთი წელია სასჯელს იხდის. 

მისივე თქმით, ვინაიდან ბურჭულაძეს ავსტრიის მოქალაქეობაც აქვს, საქმეში ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროა ჩართული.

ამა წლის 7 მაისს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პაატა ბურჭულაძეს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი.

ეს გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას - ჩადენილს ჯგუფურად.

მსგავსი სიახლეები