პირველი წუთიდან არ გვესმოდა რატომ არის სასამართლო დარბაზში ავთანდილ წერეთელი - ადვოკატი

06.12.21 17:16
პირველი წუთიდან არ გვესმოდა რატომ არის სასამართლო დარბაზში ავთანდილ წერეთელი - ადვოკატი

მამუკა ხაზარაძის ადვოკატისთის გაუგებარია რა კავშირშია ავთანდილ წერეთელ მოცემულ სს საქმესთან და რისთვის იმყოფება ის სასამართლო დარბაზში. ამის შესახებ კახა წერეთელმა სასამართლო პროცესის შემდეგ ისაუბრა. 

ჩვენ პირველივე წუთიდან არ გვესმოდა რატომ არის აქ ბატონი ავთანდილი. დღეს დავსვი ერთადერთი შეკიტხვა: ავთანდილ წერეთელს ედავებიან, რომ თითქოს ის დაეხმარა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებაში, ხოლო მათ ედავებიან,რ ომ ფული გაათეთრეს, როდესაც ეს თანხები დაანაწევრე-გადარიცხე... ერთი შეკითხვა მქონდა, აი, ამ დანაწევრებაზე, გადარიცხვაზე, თანხის შემდგომ მოძრაობაზე, რაიმე ფორმით თუ იყო ინფორმირებული ან თუ მონაწილეობდა ავთანდილ წერეთელი, რაზეც მივიღე მარტივი პასუხი, რომ არა, - თქვა კახა წერეთელმა. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოშ ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომა 6 საათს მიმდინარეობდა, რომლის განმავლობაშიც მამუკა ხაზარაძე დაცვის  და ასევე ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხობდა.