ყოფილ საჯარო მოხელეს, რომელიც ამბობს, რომ გორის მერიიდან უმიზეზოდ გაუშვეს, სახლს უყიდიან
ყოფილ საჯარო მოხელეს, რომელიც ამბობს, რომ გორის მერიიდან უმიზეზოდ გაუშვეს, სახლს უყიდიან. მარტოხელა დედამ სამსახურიდან გათავისუფლების გამო, ბანკში სესხი ვეღარ გადაიხადა, რის გამოც, ბინა აუქციონზეა გატანილი. ეს ამბავი გამოცემა "ქართლის ამბებმა" გაავრცელა.
- გამოცემის თანახმად, თეა კეჩხუაშვილი სამსახურს 2026 წლის 15 აგვისტოდან დაემშვიდობა. მანამდე არც საყვედური და არც გაფრთხილება ჰქონია. გათავისუფლების საფუძველი სპორტის განყოფილების გაუქმება გახდა. თუმცა, მის გარდა, განყოფილების ყველა სხვა თანამშრომელი დაასაქმეს.
ქალი დახმარებას ითხოვს:
„ეხლა რასაც დავწერ არის ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი, მაგრამ დადგა ის დრო, რომელსაც ძალიან ვწელავდი და ყველანაირად ვბრძოლობდი, რომ არ მოსულიყო…
✔ ,,ჩემი სამსახურის დაკარგვის და შემდგომ დამდგარი პრობლემების გამო, იმის გამო რომ სრულად ვერ ვახერხებდი ჩემი ქონებით (ერთადერთი საცხოვრებელი) უზრუნველყოფილი სესხის დაფარვას, ბანკმა აუქციონს გადასცა ჩემი ბინა და არის შანსი მე და ანა მარია გარეთ დავრჩეთ…
✔,,ამიტომ უდიდესი თხოვნა მაქვს, მე დავდებ ანგარიშის ნომერს და ვისაც რისი (1 ლ) საშუალება გაქვთ, ეგრევე დაბლოკილ ანგარიშზე ჩარიცხოთ, იქნება წაიღოს ბანკმა და გადავრჩეთ. კონსტანტინევ, ხომ მიაღწიე რაც გსურდა“.
ანგარიშის ნომერი
#GE28TB7865445061100080", - წერს თეა კეჩხუაშვილი სოციალურ ქსელში.
თეა გათავისუფლების კანონიერებას სასამართლოში ასაჩივრებს და დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლების საკითხზე დავობს. სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნულიც არ არის. სანამ ის სამართალს ეძებს, ვეღარ შეძლო ერთადერთი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფილი სესხის სრულად დაფარვა. ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.