ვანდალიზმის ფაქტი თბილისში (ვიდეო)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლის აღწერითაც ვარკვევთ, რომ სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში კიდევ ერთი ვანდალიზმის ფაქტი ჩაიდინეს.
კადრები რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოში მონაწილე პირებმა სწორედ ამ ტერიტორიაზე მოშარდეს.
"ეკლესიაზე მიაფსეს, თავზეც გადმოგვაფსეს, პირდაპირ მისაღებში როდის მოისაქმებენ ეგღა დარჩა. შორს არ ვართ" - წერს სოციალრუ ქსელში ლევან ზაზაძე და ვიდეოს აქვეყნებს.