ადოლფ ჰიტლერის ყოფილ რეზიდენციაში გაჩენილ ხანძარს 200-მდე მეხანძრე აქრობდა - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

24.10.26 12:26
ადოლფ ჰიტლერის ყოფილ რეზიდენციაში გაჩენილ ხანძარს 200-მდე მეხანძრე აქრობდა - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

გუშინ საღამოს გერმანიაში, ბავარიის ალპებში მდებარე ადოლფ ჰიტლერის ყოფილ რეზიდენციას, რომელიც ცნობილია, როგორც „არწივის ბუდე“ ცეცხლის ალში იყო გახვეული. 

რეზიდენციის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 200-მდე მეხანძრე ებრძოდა. თული რელიეფის, დიდი სიმაღლისა და ძლიერი კვამლის გამო, ცეცხლის ჩაქრობა მნიშვნელოვნად გართულდა.

პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილთან ახლოს ერთი პირი დააკავეს - ახლა გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაკავებულს ხანძრის გაჩენასთან კავშირი.

შენობაში ხანძრის გაჩენის მომენტში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

1938 წელს აგებული „არწივის ბუდე“ ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნების მიერ გამოიყენებოდა. მის მახლობლად ჰიტლერის საზაფხულო რეზიდენცია - ბერგჰოფი მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები