უკრაინამ სამარისა და ორიოლის ოლქებში ქარხნებს დაარტყა
24 ოქტომბრის დილით, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის ქიმიურ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. დარტყმის შემდეგ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ქალაქის თავზე დრონების ფრენა დააფიქსირეს. ამის შესახებ Telegram-ის არხმა Exilenova+-მა გაავრცელა ინფორმაცია.
სამარის რეგიონში თავდასხმის შესახებ პირველი ინფორმაცია დილის 6:00 საათის შემდეგ გავრცელდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, დარტყმა განხორციელდა "ტოლიატიკაუჩუკის" ქარხანაზე.
გავრცელებულ კადრებში ჩანს ქარხნიდან ამომავალი კვამლი. შემდგომში, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძრის შესახებ.
თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ორიოლის „პროტონ-ელექტროტექსის“ქარხანაზე, რომელიც ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისთვის კომპონენტებს აწარმოებს.
ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს კრასნოდარის მხარეში მდებარე „ეისკის“ აეროდრომზე, რის შედეგადაც თვითმფრინავი დაზიანდა.
უკრაინის გენშტაბმა დარტყმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.