ძალადობის ორგანიზება Tik-Tok-ით - დაკავებული მოსწავლეებიდან ერთს პატიმრობა შეეფარდა

24.10.26 19:55
ძალადობის ორგანიზება Tik-Tok-ით - დაკავებული მოსწავლეებიდან ერთს პატიმრობა შეეფარდა

ძალადობის ორგანიზება TikTok-ით - "პირველების" ინფორმაციით, ორი დაკავებულიდან ერთ-ერთს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

მეორე მოზარდის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. 

საქმე ეხება 14 წლის მოსწავლეებს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გამოძიება ორივე მათგანს ძალადობის ორგანიზების მომზადებას ედავება. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობის მომზადებას „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკში" გაგმავდნენ. 

სკოლის მოსწალეების დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად  „სანდო წყარომ“ გაავრცელა.