ოკუპირებულ გაგრაში ნაგვის ურნის უკან ჩვილის ცხედარი იპოვეს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ახალშობილის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას ადგილობრუვი მედია ავრცელებს.
ბავშვის ცხედარი 24 ოქტომბერს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ნაგავსაყრელთან იყო დაგდებული.
საქმეზე მარიონიტული რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.