აქტივისტს, რომელმაც მანდატურები ძალადობაში დაადანაშაულა, დღეს ასამართლებენ
სამოქალაქო აქტივისტ რუსკა მჭედლიძის სასამართლო პროცესი დღეს 14:00 საათზეა ჩანიშბული.
ქალს, რომელიც ამტკიცებს, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდა, მანდატურის შეურაცხყოფას ედავებიან. რუსკა მჭედლიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 76 დღის შემდეგ დაიწყო.
- მჭედლიშვილის წინააღმდეგ დაწყევბული მუხლი 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. [ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლია.]
სამოქალაქო აქტივისტი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. აქტივისტი "პირველებს" ეუბნება, რომ საჩივარი მის წინააღმდეგ შეიტანეს მანდატურებმა დავით მატიაშვილმა, ოთარ კვინიაძემ და გოჩა ნანობაშვილმა.
მოძალადე მანდატურები დავით მატიაშვილი, ოთარ კვინიკაძე და გოგა ნანობაშვილი მიჩივიან, რომ მათ მივაყენე შეურაცხყოფა, თურმე წიხლი ჩავარტყი და დავკბინე, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. თუმცა, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, როცა მათ გამომათრიეს სასამართლოს ეზოდან გარეთ, მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა იმ დამსახურებისთვის, როგორც მომექცნენ და მართლა გულის წასვლამდე მტკიოდა ხელი და მადლობა უნდა გადამეხადა და ყველამ ნახა ის კადრები, რაც დამმართეს და როგორი სილურჯეებიც მქონდა ხელზე და მადლობა უნდა გადამეხადა თუ ანუ მართლა ვერ ვხვდები რას მიჩივიან ახლა"- თქვა მჭედლიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსკა მჭედლიძემ მანდატურს სამსახურის თანამშრომლები ფიზიკურ ძალადობაში 29 ივლისს დაადანაშაულა.
რუსკა მჭედლიძემ facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა დავით მატიაშვილმა და რამდენიმე სხვა მანდატურმა მას სასამართლოს შენობა ძალი დაატოვებინეს და ფიზიკურად ">იძალადეს.
აქტივისტმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა - ამ ეპიზოდს საქართველოს პროკურატურა მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით იძიებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.