პოლიცია ცნობილი TIK-TOK-ერის სახლში - Mr. Zura აცხადებს, რომ თავს დაესხნენ
ცნობილი TIK-TOK-ერის სახლში პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული - ზურაბ კენჭიაშვილი, Mr. Zura ამტკიცებს, რომ მას თავს დაესხნენ.
Mr. Zura-ს სახელით ცნობილი ყოფილი პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვნის შეურაცხყოფის გამო ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, 20 დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კენჭიაშვილის წინააღმდეგ გამოძიების მოთხოვნიღთ შესაბამის უწყებას 12 წლის სკოლის მოსწავლის ოჯახმა მიმართა. ისინი ამტკიცებენ, რომ Mr. Zura სკოლის მოსწავლეს ემუქრება.