იოსელიანი ფეიქრიშვილის საქმის გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაში გადასვლას მიესალმება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაწყებული გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმება - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცვალის აპარტი ავრცელებს.
მათი თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა 2026 წლის 22 და 23 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურას წერილობით მიმართა და მიაწოდა ძმების - დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან გასაუბრებისას შედგენილი დეტალური ოქმები, სადაც ისინი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.
„სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე 2026 წლის 26 ოქტომბერს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გახდა ცნობილი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2026 წლის 22 ოქტომბერს საჯაროდ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რათა საქმის გამოძიება პროკურატურის ორგანოებისთვის დაექვემდებარებინა, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის.
გარდა ამისა, 2026 წლის 22 და 23 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობითაც მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მიაწოდა ძმების - დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან გასაუბრებისას შედგენილი დეტალური ოქმები, სადაც ისინი დავით ფეიქრიშვილის მიმართ, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბრობდნენ და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების ჩართულობაზე მიუთითებდნენ.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს გამოძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების და მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას“ - აცხადებს იოსელიანი