ფოთში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ზაზა კარბაიას ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე [ინგა ყალიჩავა] მოკლა.
პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
26.10.26 17:14
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.