აქტივისტი რუსა მჭედლიძე, რომელიც მანდატურებს ძალადობაში ადანაშაულებდა, 3 ათასი ლარით დააჯარიმეს
სამოქალაქო აქტივისტი რუსა მჭედლიძე მოსამართლემ 3 ათასი ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ახალგაზრდა ქალს მანდატურებმა უჩივლეს. ირკვევა, რომ მანდატურებმა: მარტიაშვილმა, კვინიკაძემ და ნანობაშვილმა ჩვენებაში დაწერეს, რომ სამოქალაქო აქტივისტმა მათ წიხლები ურტყა და დაკბინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად მჭედლიძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ თავად არის მანდატურების მხრიდან დაზარალებული. მისი თქმით, მოსამართლემ არც მის მიერ გადაღებული ვიდეომასალა დაურთო საქმეს, რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა.
არ ვაპირებ ამ ჯარიმის გადახდას, იმიტომ, რომ ვფიქრობ, აბსოლუტურად უდანაშაულოდ გამასამართლა ახლა სასამართლომ. პირადად ჩემი გადაღებული ვიდეომასალები ამ ფაქტთან დაკავშირებით არ დაურთო საქმეს შუამდგომლობის სახით. არ დაურთო ასევე მარტიაშილის გამოკითხვა და იმ ორი პირის, რომლებიც მარტიაშვილის დავალებით ახორციელებდნენ ჩემზე ძალადობას, - ამბობს აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ რუსკა მჭედლიძემ მანდატურს სამსახურის თანამშრომლები ფიზიკურ ძალადობაში 29 ივლისს დაადანაშაულა.
რუსკა მჭედლიძემ facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა დავით მატიაშვილმა და რამდენიმე სხვა მანდატურმა მას სასამართლოს შენობა ძალი დაატოვებინეს და ფიზიკურად ">იძალადეს.