2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნის

26.10.26 18:23
2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნის

პირველი  სექტემბრიდან  24 ოქტომბრის ჩათვლით სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და სახელმწიფოს მიერ დაფუქნებულმა სიპებმა და აიპებმა ჯამში  სარესტორნო მომსახურებებში  2 მილიონ 700 000  ლარი  დახარჯეს. აქედან 50 ათასი თელავის კულტურის ცენტრმა დახარჯა. 

200 წიწილა ბაჟეში მხოლოდ ერთი სუფრისთვის დაიკლა. მოახვიეს ათასამდე ტოლმა ვაზის ფოთოლში, იყო ხაშლამა მწვანე აჯიკით  და მწვადის დაფა. სუფრა წინანდლის მამულში თელავის კულტურის ცენტრმა შეუკვეთა.

“პირველები“ დაინტერესდა, ვინ ესწრებოდა აღნიშნულ სუფრას და ვისთვის გაიშლა ის. როგორც თელავის კულტურის ცენტრში ამბობენ, სამეფო ნადიმი ერეკლე მეორეს დაბადების დღეზე გაშალეს, სტუმრად კი მთვრობა იყო ჩასული, მათ შორის ირაკლი კობახიძეც.

გაიმართა ერეკლეობისთვის. სამთავრობო დელეგაცია იყო, ყველა, პარალამენტის წევრებიც, - თქვეს კულტურის ცენტრში. 

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა საბიუჯეტო სახსრების, ასევე ხალხის ფულის ფლანგვა.

არსებობს ისეთი კონტრაქტები, რომლებიც მაგალითად, რომელიმე დღესასწაულზე, ღონისძიებაზე ცალკე, პრივატულად მიდის ქალაქის მერი, მინისტრები, არ არსებობს არანაირი საჭიროება იმის, რომ რომელიმე ღონისძიებაზე ჩასული მომღერალი, რომელსაც უკვე გადახდილი აქვს საბიუჯეტო სახსრებიდან ჰონორარი, მისი გამასპინძლება ხდება კონკრეტულ ვიწრო ჯგუფში, მერიის თანამშრომლები, მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, გუბერნატორი, შემდეგ ეს ადამიანები, ჯდებიან და ქეიფოებნ სახელმწიფოს ხარზე, - ამბობს ბესიკ დონაძე.

“ლელო ძლიერი საქართველოს“ წვერი, ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, კი სწორედ ეს არის “ქართული ოცნების“ სოციალური პოლიტიკის სახე.

ქვეყანაში შემწეობას იღებს 547 115 ადამიანი, პენსიონერებს კი მხოლოდ მიზერულად გაუზარდეს პენსია, ამის ფონზე რომ დავინახოთ “ქართული ოცნების“ სოციალური პოლიტიკის სახე, ისინი მილიონობით ლარს დაახლოებით, 3 მილიონ ლარს ხარჯავენ თითქმის 1 თვის განმავლობაში, სარესტორნო მომსახურებაში, როცა ლარი და 70 თეთრად ადამიანებს ეუბნებიან, რომ მთელი დღის განმავლობაში უნდა გამოიკვებონ, - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.