დადიანზე, პროტესტის მონაწილეებთან ინფრასტრუქტურის მინისტრი მივიდა

26.10.26 20:57
დადიანზე, პროტესტის მონაწილეებთან ინფრასტრუქტურის მინისტრი მივიდა

დადიანზე, პროტესტის მონაწილეებთან ინფრასტრუქტურის მინისტრი მივიდა. რეზი სოხაძე იმ მშობლებს გაესაუბრა, რომლებიც მე-10 საჯარო სკოლის აღდგენას და სწავლის განახლებას ითხოვენ.

სოხაძემ მათ კონკრეტული თარიღი დაუსახელა და პირობა დადო, რომ აღნიშნულ სკოლაში სწავლა აუცილებლად განახლდება.

მოვედით იმიტომ, რომ ვუთხრათ ადამიანებს ის,რ აც არის რეალობა. სექტემბერში აქ ახალი სასწავლო წელი განახლდება უკვე ახალ სკოლაში, - განაცხადა მან.

მისი თქმით, მშობლებს გზის გადაკეტვა ამ მიზეზით არ უნდა სჭირდებოდეს და მათი მიზანია, არერთი სკოლის მშენებლობა აღარ შეფერხდეს.

ბევრ სკოლაში არის პრობლემა, ბევრი სარეაბილიტაციო და ასაშენებელია, ჩვენი სამინსირო და მუნიციპალური განვითარების ფონდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ეს სისტემა გაიმართოს და ისე იმუშვოს, რომ, მხოლოდ გზის გადაკეტვაზე არ არის, არცერთ მშობელს დისკომფორტი არ შეექმნას იმ გონივრულ ვადაზე მეტი, რაც სჭირდება ახალი სკოლის აშენებას და რეაბილიტაციას, - თქვა მან.

დადიანის ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, რომლებიც სკოლის შენობის მშენებლობის დასრულებასა და ბავშვების სკოლაში დროულად დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მათი განცხადებით, აღნიშნული სკოლის ძველი შენობა ავარიული მდგომარეობისა და სეისმური ნორმების შეუსაბამობის გამო რვა წლის წინ დაინგრა. ახალი შენობის მშენებლობა კი 2023-2024 წლებში დაიწყო, თუმცა ამ დრომდე დასრულებული არ არის.

 

მსგავსი სიახლეები