პარტიების აკრძალვის სარჩელზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს - მაია მწარიაშვილი
თბილისის ყოფილი პროკურორი, იურისტი, მაი მწარიაშვილი ამბობს, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს და სარჩელი ზუსტად იმ ბრიფინგების ჟანრში იკითხება, რაც აქამდე მოგვისმენია.
სამწუხაროდ, ამ საკითხს ეს სასამართლო არ წყვეტს, - ამბობს ის.
როგორც მან დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, მას არც მოსამართლეების კვალიფიკაციის სჯერა, ევა გოცირიძის გარდა, და ნაკლები მოლოდინი აქვს რაიმე ღირებულებითი თვალსაზრისით, გამართული სამართლებრივი დოკუმენტის მიღების.
სამწუხაროდ, ამ საკითხს ეს სასამართლო არ წყვეტს, მე არ ვიცი, ისინი, ვის თავშიც ეს მოიხარშა... ეს სარჩელი ზუსტად იმ ბრიფინგების ჟანრში იკითხება, რომ მიადევნოთ, ამოიცნობთ, სტილს, ლექსიკას, სხვადასხვა ბირიფინგები რომ მოგვისმენია, სწორედ ისინია ერთად ჩაყრილი ამ სარჩელში, ამ გადაწყვეტილებას ეს სასამართლო არ ღებულობს. კვალიფიკაციას რაც შეეხება - პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ სასამართლოსგან კვალიფიკაციას არც ადრე ველოდებოდი და არც ახლა, ერთადერთი ადამიანის გარდა, ქალბატონ ევა გოცირიძეს ვგულისხმობ, მის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპრება, სამწუხაროდ სხვა მოსამართლეებზე იგივე აზრის არ ვარ, ეს ჩემი პირადი აზრია. სხვა საკითხები როგორ იქნება, ამას ერთად დაველოდებით. თუ წინა კვირაში სასამართლო აკეთებდა განცხადებებს, რომ იქნებ 1 თვეშიც ვერ დავასრულოთ, დღეს მე მომეჩვენა, რომ ამ ტიპის განმარტების ფუფუნება არ ჰქონდათ და დღეს უფრო მეტად ჩქარობდნენ. ჩემი დაკვირვებით, ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაშიც არ არიან თავისუფლები, რომც იყვნენ, ძალიან ნაკლები მოლოდინი მექნებოდა, იმ შემთხვევაშიც კი, რაიმე ღირებულებითი თვალსაზრისით, გამართული სამართლებრივი დოკუმენტის მიღების, ჩემი ერთადერთი მოლოდინი უკავშირდება მხოლოდ ქალბატონ ევა გოცირიძის პოზიციას, ამ საკითხზე, სხვა მოსამართლეებთან დაკავშირებით არც მაინტერესებს, - განაცხადა მწარიაშვილმა.