ღონისძიების წამყვანებს ჰონორარი 13000 ლარი - გამარჯვებულ მასწავლებელს ჯილდო 10 000 ლარი
დღეს, 27 ოქტომბერს ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიების ორ წამყვანს, ერთი ღონისძიების წაყვანაში ჰონორარი 13 000 ლარი გადაუხადეს. გამორჩეული პედაგოგის ჯილდი კი 10 000 ლარი იყო.
ეს ინფორმაცია განათლების სამინისტროსა და ღონისძიების ორგანიზატორ კომპანია შპს "კოლექტიკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტს ხელს, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი აწერს.
დანართის თანხმად, სადაც ხარჯებია გაწერილი, წამყვანი (ქალის) ჰონორარი 6 510 ₾ ხოლო წამყვანი (მამაკაცი) 6 510 ₾. ფურშეტის მოწყობა, ჯამში ბიუჯეტს 3 9 000 ₾ დაუჯდა.