ფეიქრიშვილების დედის პასუხი პაატა სალიას

29.10.26 11:09
ფეიქრიშვილების დედის პასუხი პაატა სალიას

 

 

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა პაატა სალიას პასუხობს - მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი, რომელზეც ოჯახის და ადვოკატის განცხადებით, ფიზიკური ანგარიშსწორება განახორციელეს, საკანში მარტო არ ყოფილა, ნინო აბრამიშვილი ამბობს, რომ ახლა სალია ახლა თავის თავს იცავს. 

ფეიქრიშვილების დედა იუსტიციის მინისტრს ეუბნება, რომ მისი განცხადება ოჯახისთვის საკმარისი არ არის. 

მე ვერ დამაკმაყოფილებს ბატონი სალიას გამოსვლა, რომელიც დუმდა 10 დღე და მეთერთმეტე დღეს ჯერ ქება-დიდებით პენიტენციურ სისტემაზე ბევრი ილაპარაკა და მხოლოდ გაკვრით გამოვიდა მთავარ საკითხზე. გასაგებია ჩემთვის, ყარს პენიტენციური სისტემა, ყარს სუს-ის.  არ გამოვა ისე, როგორც თქვენ ხსნით - ბატონო ბიძინა თქვენ ხან სუს-ის ერთ ხელმძღვანელს ხსნით, ხან მეორეს, მაგრამ შიგნით აი ეს გახრწნილი, ყველაფერზე წამსვლელი კადრები, აი იქიდან უნდა დაიწყოთ. ნულზეა მათი სამსახური, იმიტომ, რომ ბატონი პაატა სალია ეხლა თავის პასუხისმგებლობაზე აქვს საუბარი. ის თავის თავს იცავს. ნუ გაუფრთხილდებით პაგონიან კრიმინალებს. ეს ცუდად მორჩება", - აცხადებს ნინო აბრამიშვილი. 

იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელზეც ოჯახის და ადვოკატის განცხადებით ძალადობა განხორციელდა, საკანში მარტო არ ყოფილა და მასთან სხვები იყვნენ შესახლებულები. ამის შესახებ პაატა სალიამ პროსამთვრობო ტელევიზიას უთხრა. სალია აანონსებს, რომ ყველაფერს პასუხს მალე პროკურატურა გასცემს. 

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.