ფეხსაცმელებსა და წინდებში დამალული 1 707 გრამი ოქრო - “სადახლოზე“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაბანდა აღკვეთეს

29.10.26 12:52
ფეხსაცმელებსა და წინდებში დამალული 1 707 გრამი ოქრო - “სადახლოზე“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაბანდა აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს საქართველოს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა, ფეხსაცმელებსა და წინდებში დამალული 1 707 გრამი ოქროს სხვადასხვა ზომის სხმულები საქართველოს ტერიტორიაზე შემოეტანა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 576 585 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის და გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები