დიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

29.10.26 12:53
დიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სააპელაციო სასამართლომ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სწორედ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

პოლიტპატიმარი, საქართველოს საყვარელი ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე თვისუფალია.5 წუთის წინ დიტო ჩუბინიძე სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაანთავისუფლა", - წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, რომელიც ჟურნალისტებსი უფლებებს იცავდა. 

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

 

მსგავსი სიახლეები