რატომ მირეკავთ ამ სისულელეზე? - ქეთი დოლიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

29.10.26 13:09
რატომ მირეკავთ ამ სისულელეზე? - ქეთი დოლიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

 

 

ქეთი დოლიძეს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი არ სურს.

"მე რატომ მირეკავთ ამ სისულელეზე" - ეუბნება რეჟისორი "პირველებს" პატიმრობაში მყოფ 4 შვილის დედაზე, რომელიც ეტლით გადაადგილდება. 

მე რა ვქნა ახლა, ჩემგან რა გნებავთ? გაჩერდით ახლა რა, მე რატომ მირეკავთ ამ სისულელეზე. (კითხვა - სისულელეა, როცა პოლიტიკოსი ქალი ვერ გადაადგილდება?) არა, ადამიანი თუ ვერ გადაადგილდება, იმას სჭირდება ექიმი, მე რატომ მირეკავთ? რა ხართ ასეთი ტუტუცები და უსინდისოები ეს არხი?", - ეუბნება "პირველებს" ქეთი დოლიძე. 

დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ  “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.

მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს

 

მსგავსი სიახლეები