დაანებეთ ჩემს თვალთვალს თავი - ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი დევნაზე საუბრობს

29.10.26 14:47
დაანებეთ ჩემს თვალთვალს თავი - ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი დევნაზე საუბრობს

ფარული მიყურადება, დევნა და ზეწოლა - ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმეში ჩართვის შემდეგ, თავად გახდა უკანონო თვალთვალის ობიექტი.

პაატა გოგიაშვბილი ეჭვობს, რომ სავარაუდოდ ეს ხდება იმ პირების დავალებით, ვინც ფეიქრიშვილზე ჯგუფური თავდასხმა გლდანის ციხეში დააორგანიზეს.

დაანებეთ ჩემს დევნას, თვალთვალს თავი, ნებისმიერი ქმედება ჩემს მიერ აღიქმება, როგორც საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლად. ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილი იქნება, აღიქმება ისე, როგორც ფეიქრიშვილების საქმის გაგრძელება. თავად მიხვდება ადრესატი, ვისი მიმართულებითაც ვაკეთებ ამ განცხადებას. ვერც კონკრეტულად დავასახელებ ვინმეს, - თქვა მან.

ადვოკატმა ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიინა, რომ ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ახლა რომ ავედი, ვნახე, ედგა გადასხმა, ანტიბიოტიკები დაუნიშნეს იქიდან გამომდიანრე, რომ ექიმის გადმოცემით, მას ფილტვში ჰქონდა რაღაც სითხე. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი წამება, შესაძლებელია კვალიფიკაციები დამძიმდეს, კი არ შეიცვალოს, ან გადაკვალიფიცირდეს, არამედ დამძიმდეს, - თქვა გოგიაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები