,,ტვ პირველთან" ანტივაქსერების აქცია დასრულდა

07.12.21 15:28
,,ტვ პირველთან"  ანტივაქსერების აქცია დასრულდა

ტვ პირველთან ანტივაქსერების აქცია დასრულდა. პროტესტის მონაწილეები ტელევიზიას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებენ.  

ეს არის ცრუ და მავნებელი მედია, რომელიც ამახინჯებს ფაქტებს და არ აშუქებს იმას, რასაც აშუქებს მთელი მსოფლიო. თუ ჩვენზე არასწორი ინტერპრეტაციით სიუჟეტების კეთება გაგრძელდება, ან ჩვენი წარმოჩენა, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის" ძალად, მაშინ ჩვენ აუცილებლად მოვალთ კიდევ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

აქციის გამო ,,ტვ პირველი" რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველთა ალყაში იყო მოქცეული.