კაჭრეთში ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
გამოცემა ადგილობრივბზე დაყრდნობით წერს, რომ 60 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა.
გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ თვითმხილველებმა უთხრეს, რომ გარდაცვლილი, საკუთარ მიკროავტობუსში ნახეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
mak.ge წრს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.