"პირველების" ინფორმაციით, ზამი როგავას მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი იმ ტყეში იმალებოდა, სადაც წლების წინ თავს ბადრი ესებუა აფარებდა

30.10.26 10:55
"პირველების" ინფორმაციით, ზამი როგავას მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი იმ ტყეში იმალებოდა, სადაც წლების წინ თავს ბადრი ესებუა აფარებდა

"პირველების" ინფორმაციით, ზამი როგავას მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი თავს იმ ტყეში იმალებოდა, სადაც წლების წინ თავს ბადრი ესებუა აფარებდა.

ვალეტერ როგავასთან ერთად დაკავებულია ოთხი პირი - მათგან 3 კაცია და 1 ქალია. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ისინი წინა დღეებში სხვადახხვა დროს დააკავეს. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. 

საქმის მასალების მიხედვით, ტყეში დამალულ ნათესავს ისინი საკვებით ამარაგებდნენ ან მათ სახლში იფარებდნენ.  ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.

"პირველების" ინფორმაციით ვალტერ როგავა ძებნის ოპერაციის დროს თერმული დრონიც გამოიყენეს, რომელიც დაუსახლებელ ადგილას, ადამიანის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

ზამი როგავა ვალტერ როგავას უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

პოლიცია იყო ორი კვირა ეძებდნენ . გრიგოლეთში ყოფილა. დაისაჯოს ისე, როგორც საჭიროა, პასუხი აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა. ნათესავები მას დამალვაში ეხმარებოდნენ", - ამბობს ზამი როგავა. 

ძებნილი ვალტერ როგავა, რომელსაც პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გუშინ დააკავეს.

მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებულ, ვალტერ როგავას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა წინა კვირას შეუფარდა. კაცი  ზამირ როგავას სახლში 14 ოქტომბერს შეიჭრა.

“პირველების“ ინფორმაციით,  ამ დღეს, ვალტერ როგავა, მეზობლებს თავს მეორედ დაესხა. ზამი როგავას მონაყოლის მიხედვით, რამდენიმე თვის წინ დანაშაულში მხილებული კაცი მას სახლში ძმასთან ერთად შეუვარდა და მაშინ ოჯახისგან ფულს ითხოვდა. დაზარალებული გვიყვება, რომ მაშინ პოლიციაში განცხადება შეიტანა, თუმცა ვალტერ როგავამ იმ დროსაც გაქცევა მოახერხა, მიმალვაში იყო რა დროსაც მისი ძმა დაააკავეს.