სპეცოპერაცია თბილისის ყველა უბანში - მერიამ გარემოვაჭრეების დაჯარიმება დაიწყო

07.12.21 17:52
სპეცოპერაცია თბილისის ყველა უბანში - მერიამ გარემოვაჭრეების დაჯარიმება დაიწყო

სპეცოპერაცია გარემოვაჭრეების წინააღმდეგ. არჩევნების დასრულებისთანავე თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეებს ნამდვილი ომი გამოუცხადა. 

დღეს დილიდან თბილისი  ზედამხვედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს თბილისის თითქმის ყველა უბანში აჯარიმებს. ვინც პროტესტის გამოთქვა, მოვაჭრეების ინფორმაციით, მერიის თანამშრომლები მათ წინააღმდეგ ძალას იყენებენ.

დაუნგრიეს მაგიდები, გადაუყარეს პროდუქცია, ფეხით დაუსრისეს, ჩემთან გიჟივით მოვარდა, რომ დამეტაკა, კინაღამ წავიქეცი. არ შეიძლებაო გარეთ ვაჭრობაო. ან აიღეთ პროდუქცია, ან ჯარიმას გამოგიწერთო - აცხადებს ,,ტვ პირველთან" გარემოვაჭრე.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, გარევაჭრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლით ისჯება,  პირველ შემთხვევაში 50 ლარია ჯარიმა, განმეორებით შემთხვევაში 300 ლარი. მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ტერიტორიად ბაზრობებს სთავაზობს.