სიძის ძმის მკვლელობა ქორწილში - "პირველებმა" გაარკვია, რა მოხდა რესტორანში საბედისწერო ღამეს და ვინ არის დაკავებული
ქორწილში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - სიძის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დღეს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. დავით ხანდოლიშვილს სხდომაზე დუმილი არ დაურღვევია. კაცმა უარი თქვა სახაზინო ადვოკატზეც (ბრალდებულის მხრიდან შეთანხმებით იქნა ადვოკატი მოწვეული".
"პირველებმა" გაარკვია, რომ ხანდოლიშვილი, რომელიც 2026 წლის 26 სექტემბერს სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, პატარძლის სტუმარი იყო.
საქმის პროკურორის თქმით, წარსულში ნასამართლევი დავით ხანდოლიშვილი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სტუმრების მიმართ აგრესიით და ბილწი სიტყვებით გამოირჩეოდა, განსაკუთრებული აგრესია კი სიძის, გიგა მანუკიანის მიმართ გამოირჩეოდა.
სახელმწიფო მბრალმდებელი ამბობს, რომ დავით ხანდოლიშვილი იყო სწორედ კონფლიქტის ინიციატორი , ხოლო სიძის ძმა, მოკლული გურამ ბოიკო მის დამშვიდებას და სიტუაციის დარეგულირებას ცდილობდა, რა დროსაც მას ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა.
ირკვევა, რომ საქმის გარჩევაში 10-მდე პირი მონაწილეობდა, რომელთა დადგენასაც ახლა გამოძიება ცდილობს.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ასევე იმ პირის ირგვლივაც, ვის სახლშიც წლორსი, გაქცეული დამნაშავე დააკავეს.
ბრალდებულმა დავით ხანდოლიშვილმა 2026 წლის 26 ოქტომბერს სოფელ ისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დანით გამოყენებით მოკლა გურამ ბოიკო, რომელიც ასევე ამ ქორწილში იმყოფებოდა და გიგა მანუკიანის ძმა, რომლის ქორწილიც მიმდინარეობდა. სტუმარი იყო პატარძლის მხრიდან (ბრალდებული). თანასოფლელები არ არიან. ბრალდებული და კიდევ სხვა პირები იმყოფებოდნენ ერთ სუფრაზე. ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას და შესაბამისად ინფორმაცია არ მოუწოდებია დანაშაულთან დაკავშირებით. კონფლიქტის ინიციატორი იყო თავად დავით ხანდოლიშვილი. ის იყო აგრესიული ქორწილის სტუმრების მიმართ, ასევე სიძის მიმართ და მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ დაწყნარებულიყო და დამშვიდებულიყო, მაინც აგრძელებდა ამ აგრესიულ ქმედებებს. მოკლულის ინტერესი იყო დამშვიდება ამ სიტუაციის. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კიდევ სხვა პირები და მიმდინარეობს მათი გამოკითხვა-დადგენა. ნაწილი დაიკითხა და ნაწილის დაკითხვა ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ჭრილობა მიყენებულია დანით. ერთი ჭრილობაა მიყენებული დანით. დავით ხანდოლიშვილი მიიმალა და მისი დაკავება შესაძლებელი იყო შესაბამისი მოქმედებებსი შედეგად. მოგეხსენებათ, კახეთში იმალებოდა ერთ-ერთი პირის სახლში. (კითხვა - ვის სახლშიც იმალებოდა, ეს პირი თუ მიეცემა პასუხისგებაში?) ამ ნაწილშიც გრძელდება გამოძიება და მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიიღებს შესაბამისა გადაწყვეტილებას. არა ეს პირი ქორწილში არ იმყოფებოდა, არის მისი ნაცნობი (ვის სახლშიც იმალებოდა)", - აცახდებს პროკურორი.
ასევე გამოძიება ადგენს იმ პირების ვინაობასად, ვინც გადაწყვიტა, რომ ადგილზე სასწრაფო არ გამოეძახებინა და გურამ ბოიკო თავად გადაეყვანათ კლინიკაში.
24 წლის გურამ ბოიკოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი დავით ხანდოლიშვილი გუშინ დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.