სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა - გიორგი ბურჯანაძე

30.10.26 16:16
სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა - გიორგი ბურჯანაძე

გამოქვეყნდა 2026 წლის სექტემბრის პატიმრების რაოდენობის სტატისტიკა - როგორც უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, ამ სტატისტიკის თანახმად, სექსტემბერში აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა, ხოლო 3 ციხეში კვლავ იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ამ ციხეებისთვის დადგენილი ლიმიტია.

გამოქვეყნდა 2026 წლის სექტემბრის პატიმრების რაოდენობის სტატისტიკა: 
საქართველოში პატიმრების რაოდენობა  სექტემბრის ბოლოს იყო 12,375 მიუხედავად იმისა, რომ 756 პატიმარმა დატოვა ციხე სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა 62-ით. 
3 ციხეში (გლდანის მე-8, ქუთაისის მე-2 და ქსნის მე-15) კვლავ იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ამ ციხეებისთვის დადგენილი ლიმიტია. 
ასევე, 2026 წლის სექტემბერში, არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის ღონისძიების შეფარდების შესახებ  1 428 პირის მიმართ იქნა გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება. ჯამურად სექტემბერში 27 998 არაპატიმარი მსჯავრდებული ფიქსირდებოდა და ეს რიცხვიც მზარდია (აგვისტოში იგივე მაჩვენებელი 27 771 იყო)", - წერს გიორგი ბურჯანაძე. 

მსგავსი სიახლეები