საკანში დაწერილი ლექსები და ნაწარმოებები - აქციებზე დაკავებული აქტივისტების ნიგნები წიგნის ფესტივალზე წარადგინეს
საკანში დაწერილი ლექსები და პატიმრობისას შექმნილი წიგნები - „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა „ინტელექტმა“ სხვა გამოცემებთან ერთად სინდისის პატიმრებისა და პოლიტპატიმრების ნაწარმოებები წარადგინა. მკითხველს შეუძლია გაეცნოს რეზო კიკნაძისა და ირაკლი ნადირაძის ლექსების კრებულებს, ასევე ალეკო ელისაშვილის წიგნს „საქართველოს გუშაგები“.
პატიმრობის პერიოდში შექმნილ ნაწარმოებებში ავტორები რეჟიმზე, უსამართლობაზე, ციხეში გატარებულ მძიმე დღეებზე, უწყვეტ ბრძოლასა და პროტესტზე წერენ.
სამდღიანი წიგნის დრესასწაული ელოდება მკითხველს. გამომცემლობა "ინტელექტი", სხვა არაერთ მნიშნელოვან გამოცემასთან ერთად, რომელიც საგანგებოდ თბილისის წიგნის დღეებისთვის მომზადდა და დაიბეჭდა, გთავაზობთ სინდისის პატიმრების, რეზო კიკნაძისა და ირაკლი ნადირაძის ლექსების წიგნს. ესაა რეზო კიკნაძის გზავნილები ციხიდან, რომელიც შემდგომ რეზო კიკნაძის და ირაკლი ნადირაძის კრებულად იქცა. ალეკო ელისაშვილის "საქართველოს გუშაგები", ეს წიგნიც დაიწერა უსამართლო პატიმრობის დროს, - ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.