პატიმრების მშობლები დღეს გაზეთებს ჭიათურაში დაარიგებენ
პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრების მშობლები ჭიათურაში მიემგზავრებიან, სადაც გაზეთებს დაარიგებენ. "თავისუფლების ხმა ციხიდან" და "საკანი 101" - ასე ეწოდებაა კრებულს, სადაც პატიმრები თავად წერენ მათ რეალურ ამბებს და მიზეზებს, რის გამოც ისინი პატიმრობაში იმყოფებიან.
პატიმრების მშობლები აცხადებენ, რომ რეგიონებში გასვლით და ხალხთან პირისპირ შეხვედრებით ებრძვიან პროპაგანდას, რომელიც მათ წინააღმდეგ ხელისუფლებას აქვს დაწყებული.