თავდასხმა "ფორმულას" ჟურნალისტზე - შსს-მ მოკვლევა დაიწყო

08.12.21 10:20
თავდასხმა "ფორმულას" ჟურნალისტზე - შსს-მ მოკვლევა დაიწყო

ტელეკომპანია "ფორმუალს" ჟურნალისტ, ლიკა ლეჟავაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

ჟურნალისტის თქმით, ჯერჯერობით გამომძიებელი არ დაკავშირებია.

ჟურნალისტ ლიკა ლეჟავას არჩევნების მეორე ტურზე, 30 ოქტომბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში ქვა ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.