გადავსებული ციხეები - ადვოკატები საყოველთაო ამნისტიის აუცილებლობაზე საუბრობენ
"დაიწყეთ საყოველთაო ამნისტია!" - ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რათა პატიმრებით სავსე ციხეებში მდგომარეობა შემსუბუქდეს.
უფლებადამცველები ციხეების გადავსების ერთ-ერთ მიზეზად მათ შორის სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის სისტემატურად დაკმაყოფილებულ პატიმრობის მოთხოვნას ასახელებენ.
გარდა იმისა, რომ ციხეები გადატვირთულია, საყოველთაო ამნისტია აუცილებელია ასევე იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას ვალი აქვს ამ პატიმრების, იმიტომ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ციხეში ზის იმ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მიერ გამოძიებული საქმეების საფუძველზე, რომლებიც თავად არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები. ვგულისხმობ გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუსს და ა.შ. თუ მე ციხეში მოვხდი მკვლელის, კორუფციონერის და თაღლითის მიერ , ჩნდება ეჭვი, რამდენად კანონიერად ვზივარ საერთოდ მე ციხეში, ამიტომ აუცილებელია, რომ გამოცხადდეს საყოველთაო ამნისტია, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, ისე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან მიმართებით. არაა აუცილებელი რომ ყველამ დატოვოს ციხე და ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა უდანაშაულოა, მაგრამ სამართლიანი ამნისტრია აუცილებელია. ვიღაცას ერთი მეოთხედით შეეხება, ვიღაცას გაუნახევრდება", - აცხადებს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი.
ადვოკატ თამთა ჯანიაშვილის თქმით, გადავსებული ციხეების გამო პრობლემა იქმნება პატიმრებთან შეხვედრის თვალსაზრისითაც - უფლებადამცველის თქმით, საათობით უწევთ რიგში დგომა იმისთვის, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს შეხვდნენ.
განსაკუთრებით, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას მინდა შევეხო, სადაც ადვოკატებს შესაძლებლობა გვაქვს, რომ წინასწარ დავჯავშნოთ ჩვენი ვიზიტი კლიენტებთან და გავუწიოთ შესაბამისი მომსახურეობა, თუმცა ვინაიდან და რადგანაც ძალიან გადატვირთულია ციხეები, აქედან გამომდინარე ჩვენ, ადვოკატებსაც გვექმენა ძალიან დიდი პრობლემა დროის თვალსაზრისით, რადგანაც ეფექტურად დაცვის საშუალება განხორციელება ვერ ხორციელდება, ვინაიდან საათობით გვიწევს ლოდინი, სანამ ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფებს შევხდებით, ეს აუარესებს მათ სამართლებრივ მდგომარეობას და დაცვის ეფექტურად განხორციელებეაში ხელს გვიშლის", - ამბობს ადვოკატი თამთა ჯანიაშვილი.
გამოქვეყნდა 2026 წლის სექტემბრის პატიმრების რაოდენობის სტატისტიკა - როგორც უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, ამ სტატისტიკის თანახმად, სექსტემბერში აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა, ხოლო 3 ციხეში კვლავ იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ამ ციხეებისთვის დადგენილი ლიმიტია.